ხიდაშელი: ივანიშვილი 2017-ში გავიცანი, 2 წელი დაბადების დღეებს ვულოცავდით ერთმანეთს

ბიძინა ივანიშვილს პირველად შევხვდი 2017 წელს, მაშინ გავიცანი, მაგის მერე ფაქტიურად ხშირი კავშირი არ მქონია, დაბადების დღეს მივულოცავდი, თვითონაც მილოცავდა დაბადების დღეს, 2019 წლის სექტემბერში დამირეკა, ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა, მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავითგარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით, მან მთხოვა დახმარება, მომეძია რაღაც რუკა.

რომ ჩავეძიე - რა უნდა და რაში უნდა დახმარება, მან მითხრა - დაურეკე ირაკლი ღარიბაშვილს, ის გეტყვით, თავდაცვის სამინისტრომ იცის ეს დეტალები

ბიზნესმენი დავით ხიდეშელი რუსთავი 2-ის ეთერში. მისი მტკიცებით, საქართველო-აზერბაიჯანის 1936-1937 წლებში გამოცემული რუკის დედანი ქართულ მხარეს თავად გადასცა და "მტკიცებულებები დაუბრუნა სამშობლოს".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები