დავითგარეჯის საქმე

ხიდაშელი ივანიშვილზე: შოკი მქონდა, მისი ფულის პატრონმა რომ მე მთხოვა რუკის მოძებნა

ბიძინა ივანიშვილს პირველად შევხვდი 2017 წელს, მაშინ გავიცანი, მაგის მერე ფაქტიურად ხშირი კავშირი არ მქონია, დაბადების დღეს მივულოცავდი, თვითონაც მილოცავდა დაბადების დღეს, 2019 წლის სექტემბერში დამირეკა, ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა, მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავითგარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით, მან მთხოვა დახმარება, მომეძია რაღაც რუკა.

რომ ჩავეძიე - რა უნდა და რაში უნდა დახმარება, მან მითხრა - დაურეკე ირაკლი ღარიბაშვილს, ის გეტყვით, თავდაცვის სამინისტრომ იცის ეს დეტალები.

პირველი შოკი მივიღე მაშინ, ვინაიდან ძალიან გამიკვირდა, როგორ შეიძლებოდა, მოეთხოვა... ვიცი, ვინ არის ბიძინა, ვიცი, რა საშუალებები აქვს, ვიცი, რა რესურსები აქვს, რა თანხებიც აქვს და ლაპარაკში ეუბნება შვეიცარიაში მაცხოვრებელ ვიღაც ქართველს, რომ - "დამეხმარე"...

მისი რესურსების და ფულის პატრონი კაცი რომ მე მომთხოვს - რუკა მიშოვნე, ე.ი, წარმოვიდგინე, რომ მთლად ძაან ცუდად არის საქმე ამ საკითხის, ვინაიდან მას არაფრად უღირს, ათი, ასი მილიონი დოლარის გადახდა და პოვნა, მაგრამ რომ ჩავეძიე, დავრწმუნდი, რომ ფულით და იმით ეს საქმე ასე იოლად ვერ გადაწყდებოდა, დროა დასაკარგი და ჩასაწვდომი მაგ საქმეში

ბიზნესმენი დავით ხიდეშელი რუსთავი 2-ის ეთერში ბიძინა ივანიშვილთან საუბარს იხსენებს, რომელიც, მისი მტკიცებით, 2019 წლის სექტემბერში შედგა. დავით ხიდაშელი ირწმუნება, რომ საქართველო-აზერბაიჯანის 1936-1937 წლებში გამოცემული რუკის დედანი, მასშტაბით 1:200 000 ქართულ მხარეს თავად გადასცა და "მტკიცებულებები დაუბრუნა სამშობლოს". მისივე თქმით, 2000 წლიდან რუკებს აკეთებს და შეგროვებული აქვს 100 ათასზე მეტი რუკა.

კომენტარები