არჩევნები 2020

ხაზარაძე: ტაბურეტკით ადამიანს არ უნდა ურტყა, მაგრამ შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ

კანონმდებლობით, რომელიც, თუ არ ვცდები, შეიქმნა 2017 წელს, რომელშიც ჩართული იყო უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, კანონმდებლობის დონეზე უმცირესობის უფლებები არის დაცული.

სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ რეალურად, ისევე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ტყის კოდექსი იქნება, ბუნების დაცვა თუ ეკოლოგია, [კანონი] არ სრულდება, ესაა სახელმწიფო სტრუქტურების მოშლა. "ტაბურეტკით" და ჯოხით ადამიანს არ უნდა ურტყა, თუ ის შენთვის მისაღები თუ მიუღებელია. ეს კანონმდებლობაში კარგად წერია... 

...თქვენ რასაც იღებთ ჩემი ინტერვიუდან, იქ იყო ასეთი კითხვა - თანახმა ვარ თუ არა მე პირადად ერთნაირსქესიანი ქორწინების. მე ვუთხარი, რომ ამისთვის მზად არ ვარ და, რა თქმა უნდა, არ ვარ. მე იქაც ვთქვი, რომ საქართველოში შვილი უნდა გაიზარდოს დედის და მამის ხელში. ეს არის ჩემი პოზიცია, როგორც 5 შვილის მამის, მე ამის მჯერა და ამის მწამს. შეიძლება, 2 000 წლის მერე საერთოდ სხვა რაღაცები იყოს, მე არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ტრადიციული ერი ვართ

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთავი 2-ის ეთერში განმარტავს, რატომ განაცხადა ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს, რომ საქართველოში უმცირესობების უფლებები დაცულია.

კომენტარები