კორონავირუსი თბილისში

ენდელაძე თბილისში 297 შემთხვევაზე: გვქონდა შიში, რომ მოიმატებდა, ეტყობა, არ ვიცავთ რეგულაციებს

ვიცით, რომ არის ძალიან ბევრი კერა, არის ცხელებიანი პაციენტები, მიდის ინტენსიური დატესტვები. შესაბამისად, ჩვენ სულ გვქოდა იმის შიში, რომ თბილისში მოიმატებდა მოსახლეობის სიმჭიდროვისა და რაოდენობის მიხედვით.  

უკავშირდება იმას, რომ ეტყობა არ ვიცავთ მაინც ამ რეგულაციებს. უპირველეს ყოვლისა, პირბადით სიარული გახლავთ აუცილებელი, ახლა უკვე ის მომენტია, როდესაც ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი. 

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე. ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირების 297 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა.

კომენტარები