კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე თბილისში შეზღუდვებზე: მსჯელობა გაგრძელდება, თუ საჭირო იქნება, მივიღებთ რეგულაციებს

ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, ჩვენ კვლავ მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით, ვინაიდან საკმაოდ კარგად მუშაობს, როგორც სკოლების მაგალითზე, ასევე, სხვა ინსტიტუციების მაგალითზე. 

თუმცა, რა თქმა უნდა, მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ იმ საჭირო რეგულაციას, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას. 

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ყველაზე მეტი - 297 თბილისში გამოვლინდა.

კომენტარები