ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო, მეორე ტალღა უკვე დაწყებულია

მსოფლიოშიც და ჩვენთანაც იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე. მეორე ტალღა უკვე დაწყებულია, ეს უფრო ძლიერია, რიცხვობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით. უფრო მეტია მსუბუქად, ასიმპტომურად მიმდინარე შემთხვევები...

ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7, გამოჯანმრთელდა 159 პაციენტი.

კომენტარები