კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: ქუჩაშიც უნდა ვიაროთ პირბადით, აუცილებელია რეგულაციების ძალიან სერიოზულად დაცვა

მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უკვე აღარ არის ისეთი ეტაპი, როცა დავდიოდით მხოლოდ შეზღუდული და სოციუმებში იყო ეს პირბადეები, უკვე ქუჩაშიც უნდა ვიაროთ პირბადით, იმიტომ, რომ შეიძლება, რაღაც ახლო კონტაქტი მოგვიწიოს. 

აუცილებელია, ძალიან სერიოზულად რეგულაციების დაცვა.

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა.

კომენტარები