ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: მინიმუმ 1 წელი პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი იქნება

ვერავინ უფრო ეფექტური წამალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ვიდრე პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანაა, ვერ მოიგონა. ესაა ყველაზე ეფექტური საშუალებები, რითაც ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ახლობლები. ამიტომ, მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება ქვეყანაში სავალდებულოა დახურულ შენობებში და უკიდურესი რეკომენდაციაა ეპიდემიოლოგების, რომ პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც. ეს არაა რთული და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირბადე, მინიმუმ, შემდეგი ერთი წელი იქნება ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი.

ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები