კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ყველანაირი სპეკულირება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე უკიდურესად ამორალურია

დღეს მსოფლიოში ვირუსის შეჩერების ორი გზა არსებობს - სრული ლოქდაუნი, ქვეყნის მაქსიმალურად და სრულად ჩაკეტვა, და მაშინ შესაძლებელია სწრაფ დროში შედეგის მიღება, ვირუსის გავრცელების თითქმის სრულად გავრცელება ან ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა.  

ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა საჭიროებს ყველა მხარის მაღალ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის, ასევე კერძო ორგანიზაციების და ჩვენი მოქალაქეების.  

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ქვეყანაში წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება არის პატრიოტიზმი. ეს არის ის პატრიოტიზმი, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, დაიცვას თავისი ჯანმრთელობა და, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა. ეს არის მთავარი. 

ყველანაირი სპეკულირება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე, ან შემდგომ სამედიცინო სექტორის მზადყოფნაზე, ან საწოლფონდის საკმარისობაზე, არის უკიდურესად მოიღებელი და ამორალური

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია. დღეს, 15 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა.

კომენტარები