ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ოპტიმისტური პროგნოზები, რომლებიც ვაქცინასთან იყო დაკავშირებული, არ გამართლდა

პანდემია გლობალური გამოწვევაა. ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა მას ვერ გაუმკლავდება. ესაა გლობალური გამოწვევა, რომელიც გლობალურ პასუხს მოითხოვს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომლებიც ვაქცინასთან იყო დაკავშირებული, სამწუხაროდ, არ გამართლდა. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უახლოესი ერთი წელი ქვეყანასაც და მსოფლიოსაც მოუწევს პანდემიის პირობებში ცხოვრება. ამიტომ, ეს ჩვენი ყველას ერთობლივი პასუხისმგებლობაა. როგორც გავიმარჯვეთ პირველ ეტაპზე, მაგრამ, მაშინ ჩვენი გამარჯვების ფასი მძიმე იყო – ჩაკეტვები. დღეს ჩვენი ეკონომიკა ამას უკვე ვეღარ გადაიტანს [...] მაგრამ, ამასაც გავუვლით, ამასაც დავამარცხებთ.

ამბობს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები