კორონავირუსი საქართველოში

გახარია: გაზაფხულზე მძიმე ჩაკეტვები იყო სწორედ ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე

ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში წლევანდელი არჩევნები არის უკუდურესად მნიშვნელოვანი, მაგრამ, მერწმუნეთ, მომდევნო 2-3 წლის პერიოდში სამუშაო ადგილები და ეკონომიკა იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით არჩევნების შემდგომ.

ამიტომ არის ჩვენთვის ძირითადი ამოსავალი წერტილი და კრიტერიუმი, როდესაც ვირუსთან ბრძოლის გადაწყვეტილებას, ტაქტიკას ვიღებთ ან ვცვლით, ორი განზომილება - ადამიანის სიცოცხლე და, რა თქმა უნდა, ეკონომიკა. ამას ხომ ყოველთვის ვამბობდით.

მაშინაც, პირველ ეტაპზე, პირველი ტალღის დროსაც, მძიმე ჩაკეტვები იყო სწორედ ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველას ხომ კარგად გვახსოვს, მაშინაც რამდენი საუბარი იყო, შეხედეთ საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებლებს, ბევრად უფრო უკეთეს ფორმაშია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში, რატომ? სწორედ იმიტომ, რომ მაშინ შევძელით მძიმე ჩაკეტვის სწრაფი გავრცელება აგვერიდებინა თავიდან და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი აგვერიდებინა თავიდან.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომის შემდეგ. 2020 წლის პირველი 7 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდა.

კომენტარები