კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ლოქდაუნის გეგმა არ გვაქვს, მაგრამ ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა

დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ არანაირი მძიმე სისტემური შეზღუდვები, სისტემური ლოქდაუნი ქვეყანაში არ იგეგმება, ეს მართლაც ასეა. ამიტომ ჩვენი ძირითადი სტრატეგია დღეს არის წერტილოვანი შეზღუდვები, რასაც მივყვებით და ვახორციელებთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, საბოლოო ჯამში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა, ეს ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული. იგივე პირბადეებზეა დამოკიდებული, იგივე საჯარო და კერძო ორგანიზაციები წესებს როგორ დაიცავენ, ამაზეა დამოკიდებული, კიდევ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამიტომ, დღეს ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, ჩვენ ასეთი გეგმა დღეს არ გვაქვს, მაგრამ ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ელემენტარულად წესების დაცვის.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

კომენტარები