არჩევნები 2020

გახარია: არანაირი საფუძველი არჩევნების გადადების არ არსებობს, ესაა ოფიციალური პოზიცია

დღეის მდგომარეობით არანაირი საფუძველი არჩევნების გადადების არ არსებობს. ესაა ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება და არავის გვეგონოს, რომ რაოდენობის ზრდა შეჩერდება, არ შეჩრდება. რესტორნების მუშაობის დროის შეზღუდვითაც ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა არ შეჩერდება, უბრალოდ ჩვენ ამით შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ დროზე, რა სისწრაფით მოხდება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. ეს დაგვეხმარება ამ დროის კონტროლში. ისევე, როგორც ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. ამიტომ, რაც უფრო მეტი პირბადიანი ადამიანი იქნება ქვეყანაში, ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელება და სიკვდილიანობაც.

ამბობს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები