ტურიზმი და კორონავირუსი

თურნავა: PCR ტესტი კარანტინის საკმაოდ მყარი ეკვივალენტია, საზღვრების გახსნა არ ზრდის რისკებს

ეს გადაწყვეტილება არამც და არამც არ ზრდის ინფიცირების რისკებს, იმიტომ, რომ მოთხოვნილი იქნება აუცილებლად PCR ტესტის შედეგები. მსოფლიოშიც და საქართველოშიც ტესტირების ხარისხი არის საკმაოდ მაღალი და ეს არის საკმაოდ მყარი ეკვივალენტი კარანტინების.

დღეს გაცილებით მზად ვართ უფრო თამამი გადაწყვეტილებებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სექტორი, პრევენციული ღონისძიებები, უკვე აპრობირებულია, პრობლემა არ გვაქვს, რომ ვმართოთ თუნდაც საზღვრების მეტი გახსნილობის პირობებში ეს ინფექცია, ასე რომ, ამ თვალსაზრისით არავის შეეპაროს ეჭვი. ეს არის კარგად შეჯერებული და სხვათა შორის, ჩვენი ჯანდაცვის სექტორი და ეპიდემიოლოგები იყვნენ ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მოთავეები... 

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს მოქალაქეებისთვის PCR ტესტის სანაცვლოდ კარანტინის გაუქმებისა და ფრენების დამატების გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები