კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 240 000 დიაბეტით ავადმყოფისთვის ქვეყანას ხომ არ ვკეტავთ ჩვენ, არა?

ძალიან მკაცრ ლოქდაუნებზე აღარ არის საუბარი. მით უმეტეს, იმ ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ეკონომიკას ვერ გააჩერებ, ადამიანებს მეტ სიღარიბეში ვეღარ უბიძგებ. ამიტომ, საჭიროა დანის პირზე სიარული. სწორი ბალანსი. 

ჯანდაცვის სისტემა დღეს ბევრად მზად არის, ვიდრე ეს იყო გაზაფხულზე. ამიტომ, ჯანდაცვის სისტემა ბევრად მეტ დაწოლას უძლებს დღეს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო გაზაფხულზე.  

გრიპის დროს ჩვენ ხომ არ ვკეტავთ ქვეყანას? დიაბეტით გვყავს ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული 120 000 ადამიანი და, დაახლოებით, ერთი მაგდენი კიდევ არის, ვინც არ არის რეგიტრირებული. 240 000 დიაბეტით ავადმყოფისთვის ქვეყანას ხომ არ ვკეტავთ ჩვენ, არა? ან რომელიმე ინფექცია როცა ჩნდება...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები