არჩევნები 2020

ვაშაძე: კოალიციას შევუქმნით პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს, გამოვრიცხავთ "ოცნებასთან"

ერთადერთი, ვისთანაც ჩვენ განვიხილავთ კოალიციის შექმნას, ესაა პროდასავლური ოპოზიციური ძალები, რომლებიც აუცილებლად გავიმარჯვებთ, საერთო ჯამში, ამ არჩევნებში. გამოვრიცხავ, რომ კოალიცია შევუქმნათ ამ ადამიანებს [ქართული ოცნება], რომლებმაც 8 წლის განმავლობაში ყველა მოატყუეს. გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ამბობს ეს ადამიანი, ფრაზებს იზეპირებო, დიახ, ვიზეპირებ ფრაზებს და ვამბობ, რომ საქართველოში მოსახლეობის 8,2% მშიერია და ამას UNICEF-იც ამბობს...

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე დებატებისას, რომელიც მასა და ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძის შორის მიმდინარეობს.

კომენტარები