კალაძე: გურიის წინაშე ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი განსაკუთრებით დიდია

ალბათ არავისთვის არის უცხო, რომ წლების მანძილზე არა მხოლოდ ლანჩხუთი, არამედ ეს უნიკალური, ისტორიული მხარე მთლიანად იყო მიტოვებული ხელისუფლების მიერ, თუმცა, 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. თამამად უნდა ითქვას, რომ რეგიონში და კონკრეტულად ლანჩხუთში განხორციელდა უამრავი პროექტი თუ პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობის განვითარებისკენ, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და, საბოლოოდ, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის ხარისხის ზრდისკენ არის მიმართული.

რა თქმა უნდა, ამ პროცესში, გურიის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომლის ღვაწლიც განსაკუთრებით დიდია გურიის წინაშე. მის მიერ განხორციელებული საქველმოქმედო უმსხვილესი პროექტები გურიის სავიზიტო ბარათად იქცა, რაც ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური სარგებლის მოზიდვის გზაზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და თითოეულ გურულს აძლევს საშუალებას, ამ ყველაფრისგან მიღებული სარგებელი საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნოს

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი კახა კალაძე ლანჩხუთში, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები