არჩევნები 2020

კობიაშვილი: სამწუხაროა, რომ მელია ამჯერადაც ტყუის და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

სერიოზულად ვერ ვუპასუხებ, იმიტომ, რომ არანაირი შეხება მე პირადად, არც ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით არ მაქვს და სამწუხაროა, როდესაც ჩემი კონკურენტი ამჯერადაც ტყუის და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

ქართული ოცნების კანდიდატი გლდანის ოლქში, ლევან კობიაშვილი, ამავე ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის, ნიკა მელიას ნათქვამს გამოეხმაურა, რომ მის ოფისთან ქართული მარშის მიერ გამართულ აქციაში ქართული ოცნების აქტივისტებიც მონაწილეობდნენ. გუშინ, 15 ოქტომბერს, ნიკა მელიას ოფისთან პუტინისტური, მოძალადე პარტიის, ქართული მარშის წევრები მიცვივდნენ.

კომენტარები