კობახიძე ენმ-ის აქციაზე: შეგნებული მავნებლობაა ვირუსის გავრცელების ხელშეწყობისთვის

იმ პირობებში, როდესაც ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის თუ პოლიტიკოსის მთავარი საზრუნავი საკუთარი თანამოქალაქეების მოფრთხილება და ვირუსის მაქსიმალური შეკავება უნდა იყოს, ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოროტება და მავნებლობა მათი მთავარი ნიშან-თვისებაა.

ქალაქში, სადაც დღეს ყველაზე მეტად არის გავრცელებული კოვიდი, 1 500 ადამიანის - მათ შორის მოხუცებისა და ბავშვების ყოველგვარი საყოველთაოდ ცნობილი წესების დაცვის გარეშე შეკრება, ბათუმში რამდენიმე ასეული ადამიანის ჩაყვანა და უკან დაბრუნება, არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის უპასუხისმგებლო ქმედება.

ეს არის ბევრად მეტი, ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანაა. ეს არის საკუთარი ურეინტიგობით სასოწარკვეთილი პარტიის ქმედება, რომელსაც თავის ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი, არამედ კორონავირუსი ესახება.

ქართული ოცნების აღამსრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერებთან შეხვედრასა და პარტიის მიერ აჭარის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას გამოეხმაურა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები