არჩევნები 2020

თალაკვაძე: სააკაშვილი დღეს გამოიყურება, როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში

ის უკვე რვა წელია პერიოდულად აანონსებს დაბრუნებას, ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე დგას. ზოგჯერ ჰაერით, ზოგჯერ გვირაბით, ზოგჯერ ფეხით გადმოდის ხოლმე საზღვარზე, თუმცა, როგორც ხედავთ, დღემდე მან ვერ გაბედა საქართველოში ჩამოსვლა.

ეს არის მისი მორიგი ტყუილი საკუთარი მხარდამჭერებისთვის. მას აქვს პრობლემები საკუთარ წარსულთან და ის დღეს გამოიყურება, როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში

თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ფოთში ქართული ოცნების ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები