კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ყველა, ვისაც სჭირდება, ჰოსპიტალში გადაჰყავთ, ერთეულ შემთხვევებს ნუ აზოგადებთ

საქართველოში მობილიზებულია 4300 საწოლი, რაც დღეისთვის საჭიროზე მეტია. რამდენიმე ასეული საწოლი არის თავისუფალი და არავითარი პრობლემა არ არის იმის, რომ ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზება, იყოს ჰოსპიტალიზებული.

თუ ერთეული შემთხვევები არის და ამაზე მახვილდება ყურადღება ზოგჯერ თვითონ პაციენტის, ზოგჯერ ჟურნალისტის, ზოგჯერ უბრალოდ ანგაჟირებული და ტენდენციური ადამიანების მხრიდან, დამერწმუნეთ, ეს არის გამონაკლისი, ეს არის ერთეული შემთხვევა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამ ერთეული შემთხვევების განზოგადება, რათა არ შეიქმნას საზოგადოებაში მცდარი აზრი, რომ ქვეყანა ცუდად უმკლავდება პანდემიას.

მე პირიქით ვიტყოდი, ახლა უფრო კარგად უმკლავდება, ვიდრე დასაწყისში, რამეთუ მაშინ ადვილი იყო მართვა, როცა ძალიან ცოტა იყო შემთხვევების რაოდენობა, თან მაშინ ქვეყანა წავიდა მკაცრ შეზღუდვებზე, ჩაკეტვებსა და ლოქდაუნზე...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები