კორონავირუსი საქართველოში

გუგავა იმნაძეზე: კუბოებით რომ გვემუქრება, გამოჩნდა, რომ პირველი ტალღა გაზაფხულზე არ ყოფილა

გაბრაზებული სახით რომ გველაპარაკება ხოლმე ეპიდემიოლოგი და კუბოებით რომ გვემუქრება, განაცხადა, რომ გაზაფხულზე არაფერი ყოფილა, არანაირი ტალღა ვირუსის, პანდემიის არ ყოფილა. მაშინ, რატომ დაგვკეტეს, რატომ გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა? რატომ გააჩერეს ეკონომიკა, რამაც გაანადგურა, პრაქტიკულად, მცირე და საშუალო ბიზნესი?

ამბობს ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა ტვ პირველის ეთერში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 11 ივნისს, შემთხვევების რაოდენობის მცირედით ზრდის შემდეგ თქვა, რომ საქართველოში ვირუსის მეორე ტალღა იყო, დღეს კი თქვა, რომ, რეალურად, პირველი ტალღა ქვეყანაში ახლაა.

კომენტარები