არჩევნები 2020

ოქრიაშვილი: მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში

არანაირი მოტივაცია არ მაქვს გარდა იმისა, რომ ვიყო ძალიან კარგი პარლამენტარი და მაჟორიტარი და ვთვლი, რომ მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში 4-ჯერ ერთი და იგივე მუნიციპალიტეტი არ ამირჩევდა რეკორდული მაჩვენებლით. ყოველთვის პირველ ან მეორე ადგილს ვიკავებ პროცენტული მაჩვენებლით და ახლაც ასე იქნება

დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი კახა ოქრიაშვილი პალიტრანიუსის გადაცემაში - რეზიუმე. მან ქართული ოცნება რამდენიმე თვის წინ დატოვა და პარტია დააფუძნა. ოქრიაშვილი ირწმუნება, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ იმიტომ, რომ იცოდნენ - მე რომ მეყარა კენჭი დამოუკიდებლად ან სხვა პარტიით, მაინც გავიმარჯვებდი".

კომენტარები