კორონავირუსი საქართველოში

გახარია: არ შეიძლება, ვისაც ტემპერატურა 37.7 აქვს, ინფექციურის პალატაში წამოგორდეს

საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ის ადამიანი, ვისაც აუცილებლად სჭირდება საავადმყოფო. ესენი არიან ფეხმძიმე ქალბატონები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მატარებლები. არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმისთვის, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37.7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს. ეს უპასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენივე თანამოქალაქეებს, ვისაც სჭირდება, მის ადგილს ვიკავებთ ისე, რომ არ არის ამის აუცილებლობა

თქვა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან, Covid-სიტუაციაზე საუბრისას.

კომენტარები