ყაჩაღობა ზუგდიდში

ბესელია: თუ მედიას ეუბნები LIVE-ში არ გადასცე, ეს ვაკუუმი უწყების პრესსპიკერმა უნდა ამოავსოს

რა თქმა უნდა, მედიამ უნდა იმუშაოს, ის ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც საზოგადოება კომუნიკაციას ახერხებს ამ მოვლენებთან. თუ მედიას აჩერებ და ეუბნები პირდაპირ ეთერში ყველაფერი არ გადასცე, ეს ვაკუუმი უნდა ამოავსოს ოფიციალური უწყების პრესსპიკერმა, რომელიც ამ დროს ძალიან სწრაფად, ალბათ ნახევარ საათში ერთხელ უნდა აკეთებდეს საინფორმაციო ბრიფინგს და მოკლე ინფორმაციას მაინც აწვდიდეს იმ ადამიანებს, ვისი ოჯახის წევრები თუ მეგობრები იმყოფებიან ამ საფრთხის ქვეშ.

ამბობს ფორმულას ეთერში პარტიის "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია. შინაგან საქმეთა სამინისტომ ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა ლაივ სიგნალის გათიშვისკენ. შსს-ში ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი.

კომენტარები