ყაჩაღობა ზუგდიდში

გრიგოლია: როცა ხელისუფლება მძევლის პოლიტიკურ გემოვნებას არკვევს, არ ადარდებს მისი ბედი

როდესაც ხელისუფლება ხარ, მძევლები ჯერაც ტყვეობაში არიან და შენ მედიას ებრძვი, ერთი სული გაქვს მიახრჩო, ელაპარაკები ზიზღით და დაწერილი მესიჯებით... როდესაც FB-ზე ზიხარ და პირდაპირ ეთერში უყურებ, როგორ მუშაობენ პროდუსერები, ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც თავს არ ზოგავენ, ყველაზე რთულ მომენტშიც მოგაწოდონ სრული სურათი ადგილიდან, იმაზე იცოფები, რას ჰქვია ლაივში მძევალი ჩართეთო, ამუნათებ მედიას, ამ დროს კი შეიარაღებული ტერორისტი აიძულებს მას დარეკოს და ჟურნალისტი ცდილობს, რამით დაეხმაროს მძევალს, თუნდაც იძულებითი ზარის ეთერში გაშვებით... როდესაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია და შენ ნაც-ქოცური ისტერიკა გაქვს ამ ამბავზე ატეხილი Facebook-ზე, მის მიღმა, მძევლის პოლიტიკურ წარმომავლობას არკვევ და გავიწყდება, რომ დატყვევებული ხალხის სიცოცხლე ამ წუთამდე საფრთხეშია, იმაზე მეტყველებს, რომ შენი ცხვირის გარდა ვერაფერს ხედავ და სულ არ გადარდებს მძევლების ბედი. უფრო მეტის დაწერა მინდა, მაგრამ რა აზრი აქვს ამ ქვეყანაში რამის მტკიცებას, როცა ყველა ისე ჭრის და კერავს, როგორც თავად აწყობს. თავისუფალი მედია არ გყავდეთ, კი იქნებოდით მართლა "კანალების" იმედად და "კანალებში". ხოდა, როგორ გისურვოთ, აბა, ასეთებს (მაინც მეცოდებით ასეთი სიბნელისთვის!) "იმედი" ნუ მოგიშალოთ ღმერთმა-თქო!

TV პირველის წამყვანი, ინგა გრიგოლია Facebook-ზე ეხმაურება ხელისუფლებისა და სამთავრობო მედია "იმედის" მიერ საქართველოს ბანკში მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელიას დისკრედიტაციის მცდელობას. ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედს დღეს "პერვი კანალი" უწოდა.

კომენტარები