ევროპული საქართველო 2020

კიკნაველიძე: ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ მძევლების აყვანას სახელმწიფო არავის პატიობს

ბუნებრივია, ავთანდილ გალდავა იმსახურებს თანაგრძნობასა და პატივისცემას, მაგრამ თავისთავად ფაქტი, რომ სამხარეოს უფროსი მძევლად მიდის ყაჩაღთან ამ ყაჩაღის უსაფრთხოების გარანტიად, არის უმძიმესი დიაგნოზი, თუ რა დღეშია უსაფრთხოების და სამართალდამცავი სამსახურები საქართველოში. ამ დამნაშავის დაჭერა ან უნებელყოფა არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რადგან ამგვარი პრეცედენტის დაშვება მოიტანს უმძიმეს შედეგებს ჩვენი საზოგადოებისთვის. ყველა ჯურის კრიმინალისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ მძევლების აყვანას ეს სახელმწიფო არავის აპატიებს. სამწუხაროდ, გუშინდლიდან სულ სხვა დასკვნებს გააკეთებს ორგანიზებული დანაშაული...

ევროპული საქართველოს სპიკერი, ირაკლი კიკნაველიძე ლაპარაკობს ზუგდიდში 21-22 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც ყაჩაღმა საქართველოს ბანკში მძევლები აიყვანა, მოგვიანებით კი სამ მძევალთან და ფულთან ერთად ბანკის შენობა პოლიციის მანქანით დატოვა. სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ერთ-ერთ მძევალს შეენაცვლა.

კომენტარები