ახალი კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას

სტაბილურობის ნიშნებში ვგულისხმობ იმას, რომ, როგორც ჩანს, ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, გარკვეული წესებით ცხოვრებას, რაზეც არაერთხელ გვითქვამს. ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად შევაფასოთ. ჩვენი მოქალაქეების მხრიდანაც ურთიერთთანამშრომლობა, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, სახეზეა. რა თქმა უნდა, არის დარღვევის შემთხვევები, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტად შეინიშნება ნიშნები ამ თანაცხოვრების შეგუების და წესების შესრულების. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და დღევანდელი დღით არ დაიწყება და დასრულდება.

ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. დღესვე მთავრობამ გარე სივრცეში პირბადის ტარებაზე "მკაცრი რეკომენდაცია" გასცა.

კომენტარები