ახალი კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: ცხელი ხაზის გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემები მოხსნილია

დღეს გვაქვს პირველი დღე, როდესაც ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება. ხარვეზები, რაც მართვის პროცესშია, ნაბი-ნაბიჯ სწორდება. შტაბი, თითოეული სამინისტრო და შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ჩართულები არიან ამ პროცესში. პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები, შეიძლება ითქვას, მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება.

ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს ადაპტაციის და მართვის ეტაპზე არის ის, რო ამ პროცესის მართვადობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რაც, ბუნებრივია, ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი, რაშიც იგულისხმება სახელმწიფოს მხრიდან ამ წესების აღსრულება და მოქალაქეებისა და დაწესებულებების და კერძო დაწესებულებების მხრიდან წესების და რეკომენდაციების შესრულება. თუ ჩვენ გვექნება წესების შესრულების ნაწილში 90%-იანი შესრულება, ვირუსის გავრცელების შენელება 70%-ით არის შესაძლებელი...

ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. დღესვე მთავრობამ გარე სივრცეში პირბადის ტარებაზე "მკაცრი რეკომენდაცია" გასცა.

კომენტარები