კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: შიდა შუქნიშნით, გადავედით წითელ ზონაში

თუ საერთოდ გადავთვლით, ანუ მთლიანად ეპიდემიის პერიოდში, დაწყებული 26 თებერვლიდან, მოყოლებული, საერთო მაჩვენებელი ჯერჯერობით საქართველოს კარგი აქვს და ერთ-ერთი საუკეთესო, რადგან სექტემბრამდე ჯამში მხოლოდ1 500 ინფიცირებული გვყავდა. 

მაგრამ, რაც ითვლება ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე გვაქვს 26, ანუ ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, გადავედით ნარინჯისფრიდან წითელ ზონაში. 

მაგრამ მეორე მაჩვენებელი, ასევე კუმულაციური მაჩვენებელი, რასაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის, იქაც ავცილდით 300-ს, მაგრამ გვაქვს კარგი მაჩვენებელი ტესტირებაში, მილიონ მოსახლეზე გვაქვს 213 000 ტესტი საერთო, ხოლო ყოველდღიური, დაახლოებით, 9-10 000-ის ფარგლებში, რაც ამ მასშტაბებისთვის კარგია. 

მაგრამ ნუ მივეცემით ნურც პანიკას და ნურც დამშვიდებას, იმიტომ, რომ შემთხვევების ზრდა კიდევ გვექნება, გარკვეულ ფარგლებში ზრდა იქნება, გუშინდელთან შედარებით 200-ითაა მომატებული, ეს ზრდა გაგრძელდება. 

პიკში შევალთ ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე საქართველოში ეპიდსიტუაციაზე საუბრისას. დღეს, 23 ოქტომბერს, კორონავირუსით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია. გარდაიცვალა კიდევ 5 და გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი. ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 კი გარდაიცვალა.

კომენტარები