საქართველოს საპატრიარქო

კობახიძე ვირუსის უარმყოფელ მღვდლებზე: მკვლელები არიან, პატრიარქის თამადობით

მამაოებს მკვლელებს გვეძახიანო, ჩივის საპატრიარქო თავის პროპაგანდისტულ ფილმში საკვირველი სინამდვილე. ფილმის მთავარი იდეაა, რომ პატრიარქის ლოცვამ დაგვიცვა ვირუსისაგან თურმე. სწორედაც მკვლელები არიან, როცა სულ მალე, ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ახალი ინფიცირებული იქნება და მამაოები გაჰყვირიან, მკრეხელობაა ეკლესიების დეზინფექცია და საკარანტინო ზომებიო, ეს მორწმუნეთა უფლებებს არღვევსო, კოვიდი ბილ გეიტსის მოგონილიაო და ასეთები. 

დიახ, მკვლელები არიან ეს მეუფე-მამაოები. საპატრიარქოს ნამუსი რომ ჰქონდეს, დღესვე უნდა აუკრძალოს ამ სასულიერო პირებს მღვდელმოქმედება, რათა ვირუსისაგან დაიცვას თავისი მრევლი, მაგრამ საპატრიარქოც ეგეთია, პატრიარქის თამადობით...

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე.

კომენტარები