ევროპული საქართველო

უგულავა: ივანიშვილს აღარც ყურები აქვს სმენად და აღარც თვალები - ცვლილებები გარდაუვალია!

ცვლილებები გარდაუვალია, ცვლილებებია, როგორც წყალი, რომელსაც ვერაფრით ვეღარ გააჩერებ. ვერ გააჩერებ, რაც უნდა მილიონები დააყენო წინ, ვერ გააჩერებ, როცა წყალი წამოსულია. თითოეული ადამიანი არის წვეთი, რომელიც ბოლოში აზვირთდება და ეუბნება ოლიგარქიას, ეუბნება კორუფციას, ეუბნება კრიმინალს - არა! და გავაგონოთ ეს ხმა ზუგდიდიდან, საქართველოს ყველაზე ამაყი ადგილიდან! ივანიშვილს გავაგონოთ - რომელსაც აღარც ყურები აქვს სმენად და აღარც თვალები - მარტო ვარდისფერი სათვალით უყურებს ყველაფერს და ამ სათვალეს გვაჩეჩებს ჩვენ, როგორც სინამდვილეს, ასე აღარ გაგრძელდება...

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა, პარტიის შემაჯამებელ შეხვედრაზე ზუგდიდში

კომენტარები