ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ნიღბის ხმარება 60-64%-ის ფარგლებშია, მოწოდებაა ავიდეს 95%-ზე

თუ ნიღბის მოხმარება მოსახლეობაში 95%-იან მაჩვენებელს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელი იქნება 278 000 სიცოცხლის შენარჩუნება. პირდაპირ მიუღითებენ ევროპას, სინგაპურის მაგალითი მოჰყავთ აქ, ნიღბის გამოყენება უნდა გახდეს სავალდებულო.

საქართველოში ნიღბის ხმარება 60-64%-ის ფარგლებში გვაქვს და მოწოდებაა, რომ ეს ავიდეს 95%-ზე, თუ ასე იქნება ჩვენ შესამჩნევად შევამცირებთ ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას და შესაბამისად ახვა ინდიკატორებს ქვეყანაში.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები