არჩევნები 2020

ბურჯანაძე: კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მაგრამ არარაობაა

შეხედეთ, კადრები ვინ არიან, ვინ მართავს ქვეყანას? კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მცოდნე იურისტია, მაგრამ აღმოჩნდა, სამწუხაროდ, არარაობა, რომელიც იმდენად გადაირია თანამდებობის გამო და ამ დროს არ უნდა გადარეულიყო წესით, ნორმალურ ოჯახშია გაზრდილი. ასე რატომ უნდა გადაირიო? ასე რატომ უნდა შეაძულო ყველას თავი? ასეთი ცინიკური რატომ უნდა იყო და მერე გეყოს ჭკუა და "გლავკანალი" და "პერვი კანალი" რომ ამბობ, ივანიშვილმა სად იშოვა მილიარდები, ბაბუამისმა დაუტოვა? არ ვიცით, სად იშოვა? არ ვიცით, 2012 წელს ასობით მილიონი როგორ წამოიღო რუსეთიდან ? ამ პირობებში "გლავკანალი" სხვა რაღაცებს გვახსენებს, ამიტომ, გაჩუმდე ჯობია.

ამბობს ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები