არჩევნები 2020

ვაშაძე ოცნებას: ხელი არ წაგიცდეთ არჩევნების გაყალბებაზე, თორემ მაგ ხელებს დაგამტვრევთ

დიახ, ვთანამშრომლობთ ამ ორგანიზაციებთან ძალიან მარტივი მიზეზით - თითოეული ამომრჩევლის ხმა დავიცვათ და რაც შეიძლება, მეტი დამკვირვებელი იყოს მობილიზებული საარჩევნო უბანზე. ამას არ კრძალავს კანონი და ეს არის ჩვენი უფლება. 

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც კომისიის წევრების 2/3, 12-დან 9 წევრს აკონტროლებს ქართული ოცნება.

ვაფრთხილებ წულუკიანსაც, ივანიშვილსაც, გახარიასაც, კობახიძესაც და აბსოლუტურად ყველას - ხელი არ წაგიცდეთ არჩევნების გაყალბებაზე, თორემ მაგ ხელებს დაგამტვრევთ, იცოდეთ. არ მოგცემთ შესაძლებლობას არც ერთი ხმის გაყალბების

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომერს, თეა წულუკიანს პასუხობს. წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ოპოზიციური სპექტრი და მისი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, შექმნან ცრუ ინფორმაციები არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში, თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ვერ გაართვა თავი". ამის დასტურად მას სადამკვირვებლო ორგანიზაციები მოჰყავს, რომლებიც მისი მტკიცებით, ოპოზიციასთან არიან აფილირებულნი.

კომენტარები