კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: Covid 19 არ დამთავრდება ნოემბერში, დეკემბერში ან მარტ-აპრილში

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიის განვითარების ამ ეტაპზე თანამშრომლობას სახელმწიფოს, სამედიცინო საზოგადოებას და მოსახლეობას შორის, ანუ სინქრონული, ერთიანი პასუხი ამ დიდ გამოწვევაზე, რომელიც პირდაპირ გეტყვით, არ არის მარტივი, ის არ დამთავრდება ნოემბერში, დეკემბერში ან მარტ-აპრილში, ის საკმაოდ კარგა ხანს იქნება.

ამიტომ, ის მთავარი სლოგანი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ძალაშია და უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ და შესაძლოა, თავი შეგაწყინეთ, მაგრამ სულ უნდა შეგახსენოთ - პირბადე, დისტანცია, ჰიგიენის წესების დაცვა, არგამართვა დიდი თავყრილობების და რაც შეიძლება, მეტ ხანს ჰაერზე ყოფნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე FB-live-ში.

კომენტარები