კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ნოემბრის შუაში გვექნება პიკი, სადამდე გაგრძელდება, ჩვენზეა დამოკიდებული

"ჩვენი პროგნოზით, ინფიცირების მატება უნდა გაგრძელდეს და ნოემბრის შუა რიცხვებში, მეორე-მესამე კვირას, გარკვეული პიკური პერიოდი დადგება ყოველდღიური შემთხვევების, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ როგორ მოვიქცევით. დღეს გვაქვს 60% პირბადის ხმარების, თუ ავიყვანთ ამას 95%-მდე მთელს ქვეყანაში, მაშინ, თითქმის გავანახევრებთ ახალ შემთხვევათა რაოდენობას.

ამიტომ, ბევრი რამე ამ პროგნოზებთან დაკავშირებით დაკავშირებულია ჩვენს ქცევასთან, როგორ ვიხმართ პირბადეს, როგორ დავიცავთ დისტანციას, შევიკრიბებით და გვექნება თუ არა 300-400 კაციანი ქორწილები, ამისდა მიხედვით იქნება ინფექციის შემდგომი გავრცელების მაჩვენებელი. 

ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ტაბულას კითხვას, თუ აქვთ დათვლილი რამდენი დღიური შემთხვევა და სიკვდილი იქნება დეკემბერ - იანვარში, რამდენი საწოლი იქნება დაკავებული და რამდენ ადამიანს დასჭირდება ვენტილაცია.

კომენტარები