არჩევნები 2020

გახარია ოპოზიციას: არ გადააყოლოთ ამ არჩევნებში დამარცხებას თქვენი მომავალი

მესმის მეგობრებო, რომ სულ 3-4 დღეში იქნება არჩევნები, უნდა შეეგუოთ იმას, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები ხართ, თან დამაჯერებლად იმარჯვებს ქართული ოცნება.

შესაბამისად, არ გადააყოლოთ ამ არჩევნებში დამარცხებას თქვენი მომავალი იმიტომ, რომ იცოდეთ, მოსახლეობა და მოქალაქე ყველაფერს ხედავს. ამას, საბოლოო ჯამში შეფასება ექნება უკიდურესად მკაცრი, დარწმუნებული ვარ ამაში

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, "ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს". პრემიერმინისტრის აზრით, მათ არც დამნაშავის დაკავება უნდათ და ინფიცირების რაოდენობის ზრდაც უხარიათ.

კომენტარები