ტერორისტული აქტი ზუგდიდში

გახარია: გვარამიას ქმედებამ ხელი შეუშალა აქტიურ ფაზაში მყოფ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას

ეს იყო ქმედება, რომელმაც ობიექტურად, აქტიურ ფაზაში მყოფ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას ხელი შეუშალა. ეს იყო ასეთი ქმედება... როგორც ჩანს, ინტერესი არის, რაც შეიძლება, გახანგრძლივდეს ამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების წარმატებით დასრულება და ოპოზიციას, რომელსაც არ აქვს არანაირი შინაარსობრივი დღის წესრიგი, არ შეუძლია პროგრამის კომპონენტებზე დავა, საერთოდ პროგრამაზე საუბარი, სჭირდება ასეთი თემები, იმისთვის, რომ რაღაც აჟიოტაჟი შექმნას და პანიკის დანერგვის მცდელობები იყოს

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, სავარაუდოდ, სამთავრობო მედიის კითხვაზე, "ნიკა გვარამიას მხრიდან ბადრი ესებუას ფოტოს და ვინაობის გავრცელება ხომ არ იყო მიზანმიმართული ქმედება, რომ ხელი შეეშალა გამოძიებისთვის".

კომენტარები