არჩევნები 2020

წულუკიანი: წლითიწლობით ქვეყანაში ნამდვილად უმჯობესდება საარჩევნო გარემო

ეს წინასაარჩევნო კამპანია, ბევრი ამომრჩეველი ამასაც კი გვეუბნება, არის უცნაურად მშვიდი, ყველა არჩევნებთან შედარებით და ამის ფაქტებით ლუსტრაციაც შემიძლია გავაკეთო, რადგან 8 წელი ვხელმძღვანელობდი უწყებათაშორის კომისიას და რეალურად, საარჩევნო გარემო წლითიწლობით ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად უმჯობესდება. შესაბამისად, ჩვენ რამდენიმე დღე დაგვრჩა არჩევნებამდე, უნდა გავაგრძელოთ ჩვენ მხარდამჭერებთან ერთად სწორედ ისეთი პასუხისმგებლიანი ქცევა, როგორიც აქამდე იყო და უფრო მეტიც, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ თითოეულ ნაბიჯს ოპონენტების მხრიდან, რადგან ისინი, ალბათ, მიზნად ისახავენ პროვოკაციებს.

ამბობს TV იმედის ეთერში იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომერი, თეა წულუკიანი.

კომენტარები