არჩევნები 2020

ხოშტარია: ვიქნებით ვალდებულნი, რომ ვემსახუროთ ხალხს, არ გაგვივა არავის პირობის გატეხვა

ამ არჩევნებით, იმ განაჩენის გარდა, რომელსაც მიიღებს ქართული ოცნება, ჩვენ წარსულში უნდა დავტოვოთ ერთპიროვნული მმართველობა, იმიტომ, რომ ერთპიროვნული მმართველობა არის საწინდარი ყველა იმ შეცდომის თუ დანაშაულისა, რაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში დაგვიშვია.

ეს პარლამენტი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც უნდათ ჩვენს მოქალაქეებს, ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც ჩვენი საზოგადოებაა და სწორედ ამ მრავალფეროვნებით, ჩვენ ერთმანეთთან კონკურენციაში, იდეების ჭიდილში, ყველა აქ მდგომი პოლიტიკოსი ვიქნებით ვალდებულნი, რომ ვემსახუროთ ხალხს, ვიქნებით ვალდებულნი, რომ ანგარიშვალდებული ვიყოთ თქვენთან, არ გაგვივა არავის, ყველა დავისჯებით, თუ რომელიმე პირობას არ შევასრულებთ

ოპოზიციის ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი ვაკის ოლქში, ელენე ხოშტარია ვარდების მოედანზე, ევროპული საქართველოს შემაჯამებელ შეხვედრაზე.

კომენტარები