არჩევნები 2020

წულუკიანი: იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები, ვიქნები პარლამენტში

მე იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები, ვიქნები პარლამენტში. ეს ასე არ იგეგმება. მომავალ პოზიციებს მომავალში ვნახავთ, მაგრამ ეს დაგეგმილი არ არის, რომ მე დავბრუნდე იუსტიციის სამინისტროში... 3 კვირაა არ დავდივარ სამსახურში, იმიტომ რომ აღარ ვარ მინისტრი და ეს დავიჯეროთ როგორღაც და არც იქ დაბრუნებას აღარ ვაპირებ, ეს არ არის დაგეგმილი და არც ჩემი სურვილია. 

თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის ეთერში. წულუკიანი 10 სექტემბერს ქართულმა ოცნებამ პროპორციული საარჩევნო სიის მეოთხე ნომრად წარადგინა. ის იუსტიციის მინისტრად ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრად ყოფნის პერიოდში.

კომენტარები