არჩევნები 2020

ბარამიძე: 31-ში გამარჯვების აქციას ვგეგმავთ, გვინდა, პარლამენტთან აღვნიშნოთ

დიახ, ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვების აქციას და გვინდა, რომ პარლამენტის წინ ეს აღვნიშნოთ. რა, ესეც არ შეიძლება, რომ მშვიდობიანი აქცია ჩავატაროთ?

8 წელიწადია იძახიან, რომ დესტაბილიზაციას ვახდენთ, სახელმწიფო გადატრიალებას ვახდენთ, საბურავებს ვაგროვებთ. სად არის? შიშს დიდი თვალები აქვს, იციან, რომ აგებენ და არ უნდათ, რომ ეს დათმონ და ისიც იციან, რომ ხალხის ძალას ვერაფერს ვერ დაუპირისპირებენ.

ხალხი, გამარჯვებული ადამიანები რომ შეიკრიბებიან, მერე როგორ დაიწერენ გაყალბებულ ციფრებს, ეგ რომ ვერ მოხდება, ეს კარგად იციან და აი, ამის ეშინიათ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე რუსთავი 2-ის ეთერში ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძის თქმით, თბილისის მერიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შევიდა წერილი, სადაც ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს აქციის გამართვის უფლებას ითხოვს.

კომენტარები