არჩევნები 2020

პრემიერი: თბილისელები დღეს ზრუნვას გრძნობენ, მათზე ზრუნავს მთავრობა, მერია

ნათელია და ყველა კარგად ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი დედაქალაქი თბილისი მშვენიერდება. თბილისი აშკარად ვითარდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისი თბილისელებისთვის ხდება ძალზედ კომფორტული ქალაქი საცხოვრებლად. ამასაც თავი რომ დავანებოთ, თბილისელები დღეს ზრუნვას გრძნობენ. მათზე ზრუნავს მთავრობა და, რა თქმა უნდა, მერია. ამისთვის მინდა, თბილისის მერს მადლობა ვუთხრა. ეს ზრუნვა ყველაზე დიდი მახასიათებელია, რაც ჩვენ განგვასხვავებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან...

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სამგორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სოზარ სუბარის წარდგენისას.

კომენტარები