ეკონომიკა

თურნავა ეკონომიკის 5%-იან შემცირებაზე: ჩანს ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ გლობალური სამყარო ებრძვის პანდემიას და ჩვენც ვერ ვიქნებით გამონაკლისი, რადგანაც ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი. უკვე ჩანს ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები, სერიოზული ნიშნები, რაც აისახება თვიდან თვემდე ეკონომიკური ვარდნის პროცენტის შესუსტებაში. სრულიად ლოგიკურია, რომ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციებმა და, უპირველესად, სავალუტო ფონდმა შეფასა საქართველოს პერსპექტივა იმდაგვარად, რომ ჩვენ კვლავაც ვიქნებით ერთ-ერთი რეგიონალური ლიდერი ეკონომიკურ ზრდის თვალსაზრისით, კერძოდ 2021-2025 წლებში 5.5% იქნება საშუალო ზრდის მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ კოვიდით გამოწვეული პრობლემები და კვლავ დავუბრუნდეთ მაღალი ზრდის ტრაექტორიას.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ აგვისტოში საქართველოში ეკონომიკის 5,3%-ით შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება. თურნავას თქმით, ის, რომ კლების პროცენტი წინა თვეებთან შედარებით დაბალია, ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშანია.

კომენტარები