არჩევნები 2020

კობახიძე: არჩევნების დღეს სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას გეგმავენ

კიდევ ერთხელ გვინდა, გამოვეხმაუროთ ნაცმოძრაობის მიერ არჩევნების დღეს დანიშნულ აქციას, რომლის მიზანი მათ მიერ წინასწარ დაანონსებული ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვების გაპროტესტებაა.

გვაქვს დამატებითი ინფორმაცია, რომლის თანახმად, ამ აქციაზე დამონტაჟებულ მონიტორებზე ნაცმოძრაობის წარმომადგენლები გეგმავენ მხოლოდ იმ უბნების მონაცემების ჩვენებას, სადაც ამ პარტიას უკეთესი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. მიზანი არის აქტივისტებს შორის გამარჯვების ილუზიის შექმნა და მათი მობილიზაციის უზრუნველყოფა.

ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვარშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ამგვარი იდეები მხოლოდ ვარშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და, ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს...

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, არჩევნების დღეს "რადიკალური ოპოზიცია" დესტრუქციას გეგმავს. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი "საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენებაა".

კომენტარები