არჩევნები 2020

კობახიძე: თუ კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი არჩევნებს ვერ მოიგებენ, პოლიტიკიდან წავალ

გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომლის მიხედვითაც თითქოს ნიკა მელია, მე მგონი, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი არჩევნებს იგებენ და იგებენ თან პირველ ტურში, მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან: კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ირაკლი ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის ოლქში, თუ რომელიმე ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მკაფიოდ ვამბობ, მე პოლიტიკიდან წავალ. ხოლო თუ აღმოჩნდება და სამივე მოიგებს, შევთანხმდეთ და გადაეცით თქვენს გენპროკურორს, ნიკა გვარამიას, ქართული მედიიდან და პოლიტიკიდან წავიდეს.

ის, ბუნებრივია, ამაზე ვერ წამოვა, რადგან არის მხდალი ადამიანი და ბუნებრივია, ვერ აღიარებს საკუთარ წაგებას, მოდით, გადაეცით ეს თქვენს ქალაჩუნა გენერალურ დირექტორს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მთავარი არხის დაკვეთილ კვლევაზე.

კომენტარები