ენმ-ძალა ერთობაშია

სააკაშვილი: მინდა, ვუთხრა "ოცნების" მხარდამჭერებს — გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი

მე მინდა ვუთხრა "ოცნების" მხარდამჭერებს, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი. დღეს და გუშინ ჩვენ ვართ და ვიყავით მოწინააღმდეგეები. ხვალ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. 

მე მინდა ვუთხრა ჩვენს საამაყო სახელმწიფო მოხელეებს, თქვენ ზიხართ იმ შენობებში, რომელიც ჩემი აშენებულია. თქვენ იღებთ იმ ხელფასებს, რომელიც თავის დროზე დაგინიშნეთ და, სამწუხაროდ, არ გაგეზარდათ. თქვენ ხომ იცით, რომ მე ძალიან მიყვარს ის შრომა, რომელსაც თქვენ ეწევით?  თქვენ ხომ იცით, რომ არავინ არ შეგეხებათ, იმიტომ, რომ, თუ თქვენ ასრულებთ თქვენს მოვალეობას, თქვენი გამოცდილება არის ოქროს ფასი, მნიშვნელობა არა აქვს, რა იყო წინა წლებში.

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ენმ-ძალა ერთობაშიას პრემიემრინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები