ენმ-ძალა ერთობაშია

სააკაშვილი: მე წმინდა გიორგი მიმაგრებს ზურგს

ჩემო განსაკუთრებულებო, ჩემო განსაკუთრებულო თანამემამულეებო, რამდენიმე საათი გვაშორებს ჩვენ გამარჯვებამდე. გავიაროთ მშვიდობიანად ეს რამდენიმე საათიც, წყნარად გადაიბარეთ ხელისუფლება, შემდეგ გადავაბაროთ ხელისფლება ახალ თაობას, რომლებიც უკვე დაიბადნენ თავისუფლებაში. მივხედოთ ჩვენს ქვეყანას.  

ჩვენი ქვეყანა იმსახურებს საუკეთესო მომავალს. წმინდა გიორგი, რომელიც მე მიმაგრებს ზურგს, წმინდა გიორგი, რომელიც დაგვყურებს ზემოდან. თქვენ, ერთი მხრივ, დაგყურებთ შეშინებული, დამფრთხალი ოლიგარქი, ივანიშვილი, მეორე მხრივ, წმინდა გიორგი. ჩვენი გზა აღარ არის ივანიშვილის გზა, ჩვენი გზა არის წმინდა გიორგის, თავისუფლების, საქართველოს გზა.

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ენმ-ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშილი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე.

კომენტარები