ენმ-ძალა ეთობაშია

ცეზარ ჩოჩელი: მოვუწოდებ ყველას, ვიბრძოლოთ მხოლოდ სახელისთვის

ზეგ ყველა უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ასეთი ცხოვრება ჩვენ აღარ გვინდა, ჩვენ ვიმსახურებთ უკეთეს მომავალს. მე დარწმუნებული ვარ, ხალხის გონიერების, ხალხის შემართების, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ვიმსახურებთ და გვინდა უკეთესი საქართველო. 

მე მინდა ვთქვა და მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, არანაირი სიმდიდრე, არანაირი ქარხნები არ ღირს სახელად. ჩვენ ყველა, რაც არ უნდა შევქმნათ, რამდენი ქარხანაც არ უნდა ავაშენოთ, რამდენი ბიზნესიც არ უნდა გვქონდეს, დრო გაივლის და ამ ქვეყანაზე დარჩება მარტო სახელი. მე მოვუწოდებ ყველას, ვიბრძოლოთ მხოლოდ სახელისთვის. 

ამბობს ენმ-ძალა ერთობაშიას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე.

კომენტარები